პროდუქტის დაბრუნების/გადაცვის წესები და გამონაკლისები

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია Teromix  და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

პროცესის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მონაცემები, პროდუქტის საიდენტიფიცირო კოდი,რომელიც საიტზე არის მითითებული, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ჩვენ კორპორატიულ ელ.ფოსტაზე)

 

პროდუქტის, პროდუქტის ელემენტების შეცვლა ან მისი ღირებულების დაბრუნება მოხდება შემდეგ შემთვევებში:

შეცვლა ან ღირებულების დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მომხმარებელს მიღებული აქვს არაუმეტეს 7 დღისა, შენარჩუნებულია მისი სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, შენახულია გადარიცხვის ქვითარი და შეკვეთის შესრულების შეტყობინება;

Teromix პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს შემოწმებისა და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, რომლის მოგვარებაც ადგილზე შეუძლებელია;

პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია,მისი მიღებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა.